აღმოსავლეთის სარდლობის სამხედროებმა ვაზიანის დასახლებაში, სოფელ გამარჯვებაში, კრწანისსა და მცხეთაში, ასევე გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში შინდისსა და ხიდისთავში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს საყოფაცხოვრებო ნივთები და საახალწლო საჩუქრები გადასცეს. მსგავსი საქველმოქმედო აქცია სამხედროებმა გასულ კვირასაც გამართეს და ნობათი სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მხცოვრებლებს გადასცეს.