ბათუმის წმიდა მოწამე ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანეში, სადაც ძირითადად ხანდაზმულები ცხოვრობენ, 2020 წელი მძიმე გამოდგა.კორონავირუსი 95-მა მოხუცმა დაამარცხა, თავშესაფარში მცხოვრები 11 ადამიანი კი ვირუსით გარდაიცვალა. აქ ამ დრომდე კარანტინი გრძელდება. შესაბამისად, ახალ წელი ტრადიციული კონცერტის გარეშე ჩაივლის. თუმცა, თავშესაფარში მცხოვრებლები, ყველაფრის მიუხედავად, მხიარულ განწყობას და მომავლის იმედს არ კარგავენ. სურვილებიც განსაკუთრებული აქვთ. საახალწლო რეპორტაჟებს ვრცლად 8 საათიან მთავარ გამოშვებაში იხილავთ.