აჭარის მთავრობის შენობის წინ, ე.წ თავისუფლების კვარტალში დღეს საახალწლო კონცერტის ჩატარებას გეგმავენ. აკრძალვების მიუხედავად, ოპოზიცია ღონისძიებებს აანონსებს. მათი თქმით, იქნება ორიგინალური სუფრაც. ამბობენ, რომ კონცერტი დაიწყება 12 საათამდე და მონაწილეობას მომღერლები და ჯგუფები მიიღებენ.