გამოწვეული შეზღუდვების გამო ახალი წლის ღამეს ბათუმში საახალწლო ღონისძიებები არ გაიმართება. წელს ქალაქის მერიამ ყველა ღონისძიება გააუქმა და საახალწლო აქტივობებზე გათვალისწინებული თანხები სოციალური მიმართულებით დაიხარჯა. ქალაქის მთავარი ნაძვის ხე წელსაც ბათუმის ბულვარშია განთავსებული, მაგრამ პირველად წლების განმავლობაში 31 დეკემბრის ღამეს კონცერტი არ გაიმართება. ღონისძიებები არ ჩატარდება მუნიციპალიტეტებშიც.