იემენის სამხრეთ ნაწილში ადენის აეროპორტზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა. ძლიერი აფეთქებების სერია ახალი მთავრობის წევრების ჩაფრენის დროს აეროპორტის მგზავრთა დარბაზის მიმდებარედ გაისმა. მინისტრები არ დაშავებულან, რადგან ინციდენტის დროს ისინი თვითმფრინავში იმყოფებოდნენ.
მოგვიანებით ისინი მთავრობის სასახლეში უსაფრთხოდ გადაიყვანეს. აფეთქებების მიზეზად ამბოხებულთა კონტროლქვეშ ტერიტორიებიდან სარაკეტო თავდასხმა სახელდება.
თვითმხილველები ამბობენ, რომ აფეთქებამდე ადენის აეროპორტის თავზე უპილოტო საფრენი აპარატები შენიშნეს. ახალი მთავრობის წევრები ადენში ერ-რიადიდან ჩაფრინდნენ. ისინი პრეზიდენტმა აბდ რაბუ მანსურ ჰარდიმ 18 დეკემბერს დანიშნა.