აჭარაში კორონავირუსის 115 ახალი შემთხვევა გამოვლინდა 

30 დეკემბერი 2020, 11:02 1019 ნახვა

ბოლო 24 საათში აჭარაში covid-19 კიდევ 115 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 216 მოქალაქე. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ერთი პაციენტი გარდაიცვალა. 

ამ ეტაპზე რეგიონის კოვიდმიმღებ კლინიკებში 488 პაციენტი მკურნალობს. მძიმე პაციენტია 101, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 29 პირი. 

ქვეყნის მასშტაბით 1 223 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 541 აჭარაში. ​საკარანტინე სივრცეებში კი 78 პირი რჩება.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 32 670 ადამიანი, მათ შორის აჭარაში - 2 800. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში