ახალი მთავრობის დამტკიცების შემდეგ, კანონმდებლობით გათვალისწინებულია სამთავრობო ცვლილებები საქვეუწყებო დაწესებულებებშიც, ამბობს აჭარის განათლების მინისტრი, რასაც მაია ხაჯიშვილი- აჭარის სამუზეუმო გაერთიანების უკვე ყოფილი დირექტორის სულხან ოქროპირიძის თანამდებობიდან წასვლის მიზეზად ასახელებს. მინისტრი ამბობს, რომ მას რამდენიმე დღეში სხვა პოზიციაზე დანიშნავენ. ოქროპირიძე ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.