ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე, 23-ე სკოლასთან არსებული ბაზრობის მოვაჭრეები ითხოვენ სამი დღის განმავლობაში მაინც მისცენ მუშაობის უფლება. როგორც იცით, უკვე 5 დღეა სავაჭრო მაღაზიები, მოლები რეკომენდაციის დაცვით მუშაობენ, თუმცა ბაზრობებს საკორდინაციო საბჭომ ვაჭრობის ნება არ მისცა. სხვადასხვა ბაზრობის მოვაჭრეები უკვე რამდენიმე დღეა ითხოვენ მუშაობის უფლებას. ამბობენ, რომ რეკომენდაციებს დაიცავენ.