ინვესტორებს 6 თვით გადაუვადდებათ ვალდებულებები ყოველგვარი სანქციების და გარანტიების გარეშე - თორნიკე რიჟვაძე

29 დეკემბერი 2020, 12:51 876 ნახვა

,,აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, ინვესტორებს საშეღავათო პერიოდი კიდევ 6 თვით გაუხანგრძლივდებათ'' - ამის შესახებ თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განმარტებით, ამ პერიოდში ინვესტორებს გადაუვადდებათ ვალდებულებები ყოველგვარი გარანტიების და ვალდებულებების გარეშე.

"მოქალაქეებთან ერთად მნიშვნელოვანია ბიზნესის ხელშეწყობა და ამ მიმართულებით ჩვენ პირველივე ეტაპზე მივიღეთ შესაბამისი გადაწყვეტილებები. ვინაიდან პანდემიის ეფექტი და მისი გავლენა გრძელდება, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დამატებით 6 თვით ყველა ინვესტორს, რომლებსაც შესაბამისი ვალდებულებები აქვთ აჭარის მთავრობასთან, დამატებით 6 თვეს განვუსაზღვრავთ საშეღავათო პერიოდს. 

ამ პერიოდის განმავლობაში მათ გადაუვადდებათ ვალდებულებები, ყოველგვარი დამატებითი გარანტიების და სანქციების გარეშე. მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესი რეგიონში შეუფერხებლად პოზიციონირებდეს. სწორედ მათთან ერთად უნდა შევძლოთ სამუშაო ადგილების  შექმნა და აღდგენა. მათი მონაწილეობა მნიშვნელოვანია"-განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში