ტურნირს სკანდალის გარეშე არ ჩაუვლია-აჭარის ტაეკვონდოს ფედერაცია, საქართველოს ტაეკვონდოს ფედერაციას საერთაშორისო ტურნირის ჩაშლის მცდელობაში ადანაშაულებს. ირაკლი ცენტერაძის თქმით, საერთაშორისო ტურნირზე მოწვეული ქვეყნების უმრავლესობას ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციიდან წერილები დაეგზავნათ, არ ჩამოსულიყვნენ ტურნირზე, მათივე უსაფრთხოების მიზნით. ფაქტს ადასტურებს დიდი ბრიტანეთის ნაკრების მწვრთნელიც. მენდი ნოროვზის თქმით, საქართველოს ტაეკვანდოს ფედერაციას სურდა უარი გვეთქვა შეჯიბრებაში მონაწილეობაზე. ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, ფაქტთან დაკავშირებით ჩვენთან სატელეფონო კომენტარი გააკეთა.