ნავთლუღის ბაზარში გარემოვაჭრეებმა დახლების დადგმა სცადეს, რისი უფლება მათ პოლიციამ არ მისცა. გარემოვაჭრეების განცხადებით, ისინი რეგიონებიდან ჩამოვიდნენ და ეს მათი შემოსავლის ერთადერთი წყაროა.
მათივე თქმით, იცავენ დისტანციას და რეგულაციებით გათვალისწინებულ ყველა წესს შეასრულებენ. მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, 24 დეკემბრიდან ბაზრობები არ გაიხსნა.