მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა თელ-ავივში. ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს გადადგომის მოთხოვნით რაბინის მოედანზე, ასობით ადამიანი შეიკრიბა. კორონავირუსის ეპიდემიის გამო აქციის მონაწილეებს ნიღბები ეკეთათ.
კოვიდის გავრცელების პრევენციის მიზნით, ისრაელში შეზღუდვები მოქმედებს, თუმცა დემონსტრაციები დაშვებულია, თუ მისი მონაწილეები დისტანციას დაიცავენ და ნიღბებს ატარებენ. “გადაარჩინეთ დემოკრატია” – ამ ლოზუნგით შეკრებილმა დემონსტრანტებმა ”ბენი განცის“ პარტიას მოუწოდეს, არ შეუერთდნენ კორუფციაში ბრალდებული პრემიერ-მინისტრის ხელისუფლებას. ბენიამინ ნეთანიაჰუს მიმართ ისრაელში კორუფციასთან დაკავშირებულ 3 საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.