დავოსში მსოფლიო პოლიტიკური და ბიზნეს ელიტა იკრიბება

53 წუთის წინ 71 ნახვა

დღეს დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი მუშაობას იწყებს. წელს ფორუმის  დღის წესრიგის მთავარი თემაა „თანამშრომლობა ინტელექტუალურ ეპოქაში“.

დისკუსიები შეეხება გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ  გეოგაურკვევლობას, ხელოვნურ ინტელექტს, სავაჭრო დაძაბულობა, კლიმატის ცვლილება. ფორუმში 130-ზე მეტი ქვეყნიდან პოლიტიკისა და ბიზნეს ელტის 3 ათასამდე  წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. 

350-მდე მთავრობის ლიდერი, მათ შორის 60 სახელმწიფოს და მთავრობის მეთაური იქნება.  აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფორუმის მონაწილეებს 23 იანვარს ვიდეოკავშირით მიმართავს.

ღონისძიებას დაესწრებიან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი, არგენტინის პრეზიდენტი, გერმანიის კანცლერი, ევროპარლამენტის პრეზიდენტი,სომხეთის პრემიერ-მინისტრი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი და სხვები.

დავოსის ფორუმი მუშაობას  24 იანვარს დაასრულებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი