თურქეთში 5.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. თურქეთის კატასტროფების და საგანგებო სიტუაციების მართვის ორგანოს ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები 09:37 საათზე დაფიქსირდა.მიწისძვრის ეპიცენტრი ელაზიღის პროვინცია იყო.
ასევე მიწისძვრა იგრძნობოდა მიმდებარე პროვინციებში. თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ამ დროისთვის მსხვერპლის და ზარალის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.