წინასაახალწლოდ წიწვოვანი სახეობის ხე-მცენარეების მოპოვებაზე კონტროლი გამკაცრდა

27 დეკემბერი 2020, 12:10 1045 ნახვა

წინასაახალწლოდ წიწვოვანი სახეობის ხე-მცენარეების მოპოვებაზე კონტროლი გამკაცრდა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, განსაკუთრებულად გამკაცრებულია კონტროლი იმ რეგიონებში, სადაც წიწვოვანი ტყეებია.  წიწვოვანი ხე-მცენარეების კანონიერად მოპოვება და რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის მოპოვებულია სანერგეებში, პლანტაციებში, საკარმიდამო ნაკვეთებში ან იმპორტირებულია.

რეალიზატორმა უნდა წარმოადგინოს ხე-მცენარის კანონიერად ფლობის დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტი. უკანონოდ მოპოვებაზე გათვალისწინებულია საჯარიმო სანქციები, რომლებიც მერყეობს 200 ლარიდან 2 000 ლარამდე.

ასევე, საჯარიმო თანხას ემატება ხე-მცენარის უკანონოდ მოპოვებით გარემოსათვის მიყენებული ზიანის თანხის ოდენობაც, ხოლო თუ გარემოსათვის მიყენებული ზიანის ოდენობა აღემატება 1 000 ლარს, პირის მიმართ დგება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი