უხვი ნალექისაგან გამოწვეული პრობლემების სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს მთიან აჭარაში. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით სამივე მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ ცენტრებთან მისასვლელი გზები გაწმენდილია. მიმდინარეობს შიდა საუბნო გზების გაწმენდითი სამუშაოები. ხულოში 38მიმართულებით, შუახევში, 50 მიმართულებით, ხოლო ქედაში 13 მიმართულებიდან 11 გაწმენდილია. მუნიციპალიტეტებში მაღალი გამავლობის ავტომანქანებისთვის გადაადგილება შეფერხების გარეშეა შესაძლებელი. რაც შეეხება ცენტრალურ მაგისტრალს გადაადგილება აქ შეფერხებული არ არის დაყრილია ტექნიკური მარილი.