ეს ახალი წელი ჩვენი ახლობლების ნახვასაც გვიკრძალავს - პაატა იმნაძე 

25 დეკემბერი 2020, 12:46 2634 ნახვა

ახალ წელს ნუ მივალთ შვილიშვილებთანაც კი, ნუ მივალთ ბებია-ბაბუებთან და ყველამ საკუთარ ოჯახში აღნიშნოს - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ დღეს ბრიფინგზე განაცხადა. 

''მაქსიმალურად ვიწრო წრეში, ოჯახებში ავღნიშნოთ ახალი წელი. სამწუხაროდ ეს ახალი წელი გამონაკლისი იქნება, ჩვენი მთელი ცხოვრების მანძილზე ყველა სხვა ახალი წლისაგან. ის გვიკრძალავს ახლობლების ნახვასაც კი'' - განაცხადა პაატა იმნაძემ. 

მისივე თქმით, ასევე აუცილებელია ჰიგიენური წესების დაცვა და ყველაზე მთავარი პირბადის გამოყენება. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში