პანდემიის პირობებში დახურულია კაზინოები, შესაბამისად თანამშრომლები შემოსავლის გარეშე დარჩნენ, მაგრამ ნათია თხილაიშვილმა მაინც იპოვა გამოსავალი, ხელნაკეთი აქსესუარები და სუვენირები მისი შემოსავლის წყარო გახდა.
განსაკუთრებით მისი საქმიანობა წინასაახალწლო პერიოდში გააქტიურდა, ბიზნესის გასაფართოებლად იგი სოციალურ ქსელსაც აქტიურად იყენებს.