"ერთად ავაშენოთ კერა"-სამოქალაქო აქტივისტებმა ქობულეთის ტერიტორიაზე მიუსაფარი ცხოველებისთვის 10 სახლი დადგეს. პროექტი ქობულეთში პირველად განხორციელდა და ორგანიზატორები მოსახლეობას მოუწოდებენ მიუსაფარი ცხოველების მიმართ მეტი მზრუნველობა გამოიჩინონ. პროექტი, ერთი წლის წინ დაიწყო და ამ დროისთვის სხვადასხვა ქალაქში 94 კერაა განთავსებული.