შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაიკარგა, თბილისში იპოვეს.
ის თავს კარგად გრძნობს და გამოკითხვაზე პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი.
''სამხედრო მოსამსახურე თ.გ. 21 დეკემბერს 09:00 სთ-მდე იმყოფებოდა განწესში და ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას, ხოლო განწესის შეცვლის შემდეგ ისარგებლა კონტრაქტით გათვალისწინებული დათხოვნის უფლებით და დატოვა სამხედრო ნაწილის ტერიტორია'' - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს.