წიწვოვანი მცენარეების რეალიზატორებს გასაყიდად გამოტანილი პროდუქციის წარმოშობის ცნობა უნდა ჰქონდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში დაჯარიმდებიან

24 დეკემბერი 2020, 10:21 1232 ნახვა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, წიწვოვანი ხე-მცენარეების რეალიზაციის პუნქტების შემოწმება მიმდინარეობს. 

უწყების ცნობით, რეალიზატორები ვალდებულნი არიან, იქონიონ გასაყიდად გამოტანილი ხე-მცენარეების ადგილწარმოშობის ცნობა.

''სწორედ ამ დოკუმენტითაა შესაძლებელი იმის დადგენა, რომ ხე-მცენარე კანონიერი გზით - სანერგეში, პლანტაციაში, ან საკარმიდამო ნაკვეთშია მოპოვებული. იმ შემთხვევაში კი, თუ რეალიზატორი იმპორტირებულ ხე-მცენარეს ყიდის, მან იმპორტირების დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარადგინოს'' - აღნიშნულია ინფორმაციაში.

წიწვოვანების უკანონოდ მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციის წესის დარღვევაზე ჯარიმა 200-დან 2000 ლარამდე მერყეობს, რასაც გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის ოდენობაც ემატება.

თუ ზიანის ოდენობა 1000 ლარს აჭარბებს, პირის მიმართ დგება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი