საქართველოს რკინიგზა სამგზავრო გადაყვანებს 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით აღარ განაახლებს

23 დეკემბერი 2020, 23:11 1370 ნახვა

24 დეკემბრიდან 2 იანვრის პერიოდში სამგზავრო გადაყვანები არ განახლდება. ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

მათივე ცნობით,  ვინც ბოლო პერიოდში მატარებლის ბილეთები ონლაინპლატფორმებზე შეიძინა, თანხა უკან დაუბრუნდება.

„როგორც თქვენთვის ცნობილია, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, ქვეყანაში მოქმედებს გარკვეული შეზღუდვები. მიუხედავად იმისა, რომ 2020 წლის 24 დეკემბრიდან 2021 წლის 2 იანვრის ჩათვლით დაანონსებული იყო აღნიშნული შეზღუდვების ნაწილობრივ შემსუბუქება, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების თანახმად, შეზღუდვების შემსუბუქება არ შეეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს. შესაბამისად, აღნიშნულ პერიოდშიც საქართველოს რკინიგზის მიერ ვერ განხორციელდება მგზავრთა მომსახურება – სამგზავრო გადაყვანები არ განახლდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ყველა, ვისაც ბოლო პერიოდში შეძენილი ჰქონდა მატარებლების ბილეთები ონლაინპლატფორმების მეშვეობით, შეძლებს ბილეთების ღირებულების დაბრუნებას“, – ნათქვამია რკინიგზის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

10 დეკემბერს საქართველოს რკინიგზამ ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე განცხადება გაავრცელა, სადაც  ეწერა რომ 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით მგზავრების გადაყვანა ყველა რეკომენდაციის დაცვით განაახლებდნენ. მიმდინარეობდა ბილეთების გაყიდვაც.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი