პრეზიდენტმა აჭარის უმაღლეს საბჭოს მთავრობის თავმჯდომარისა და მინისტრობის კანდიდატები დასამტკიცებლად წარუდგინა

23 დეკემბერი 2020, 21:45 1045 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს აჭარის მთავრობის თავმჯდომარისა და მის მიერ დასახელებული მინისტრობის კანდიდატები დასამტკიცებლად წარუდგინა.

განკარგულების თანახმად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა არის წარდგენილი.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეობის მიერ დასახელებული მინისტრობის კანდიდატები არიან:

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატად წარდგენილია - მაია ხაჯიშვილი.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატად - ნინო ნიჟარაძე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიის მინისტრობის კანდიდატად ჯაბა ფუტკარაძე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატად - გიორგი სურმანიძე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი