ნანა ძაგნიძე ევროპის საკლუბო თასის გამარჯვებულია

23 დეკემბერი 2020, 19:33 1151 ნახვა

ევროპის ქალთა ონლაინ-საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული მონაკოს საჭადრაკო კლუბი „მონტე-კარლო“ (Cercle d'Echecs de Monte-Carlo) გახდა. ‘’მონტე-კარლოს’’ გუნდში საქართველოს ქალთა ნაკრების ლიდერი, ნანა ძაგნიძე ასპარეზობდა.

ძაგნიძემ პირად აქტივს კიდევ ერთი ოქროს მედალი შემატა. საქართველოს ნაკრების ლიდერმა ტიტულოვანი მოჭადრაკეებით დაკომპლექტებულ „მონტე-კარლოს“ წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა და 14 შესაძლებლობიდან 9 ქულა მოიპოვა.

„როგორც იცით, წინა წლებში ბათუმის „ნონას“ შემადგენლობაში ვთამაშობდი, მაგრამ რადგან ეს ტურნირი ჩატარდა ონლაინ ფორმატით, ბათუმის გუნდმა აღარ მიიღო მონაწილეობა. მონაკოს გუნდის შემოთავაზებას სიამოვნებით დავთანხმდი, ამ გუნდში წლების წინაც ვთამაშობდი და „მონტე-კარლოსთან“ ერთად არაერთ წარმატებას მივაღწიე. საინტერესო შეჯიბრი გამოვიდა, რომელშიც მონაწილეობას იღებდა 42 კლუბი, შეიძლება ითქვას რეკორდული რაოდენობა. ჯერ გავიარეთ შესარჩევი ეტაპი, რის შემდეგაც ჯგუფებიდან შეირჩა ევროპის 10 საუკეთესო გუნდი, რომლებმაც ითამაშეს ფინალური ეტაპი. ჩემი თამაშით კმაყოფილი ვარ. გადამწყვეტ მატჩებში ჩემი გუნდისთვის ქულები მომქონდა, რაც გუნდურ შეჯიბრში ორმაგად მნიშვნელოვანია", -  აცხადებს ნანა ძაგნიძე.

 

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში