კორონავირუსის წინააღმდეგ ამერიკული კომპანია ''მოდერნას'' ვაქცინით აშშ-ის მთავარი ინფექციონისტი ენტონი ფაუჩი, სამედიცინო სფეროს სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად აიცრა.
ფაუჩიმ ყველას ვაქცინაციის ჩატარებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ამ ნაბიჯით ქვეყანაში დამცავი ფარი შეიქმნება, რომელიც პანდემიას დაასრულებს. მსოფლიოში კოვიდინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 78 მილიონს გადააჭარბა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე კოვიდ - 19-ით მილიონ 700 ათასი პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო გამოჯანმრთელდა 55 მილიონზე მეტი.