აფრიკის დასახლებაში თბილისის მერიამ 7 ნაგებობა დაანგრია

23 დეკემბერი 2020, 16:15 1149 ნახვა

აფრიკის დასახლებაში თვალჭრელიძის ქუჩის მიმდებარედ აღმოჩენილ უკანონო მშენებლობებთან კავშირი დაუდასტურდა მერიის ერთ-ერთ თანამშრომელს,- ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა განაცხადა.კახა კალაძის თქმით, ყველა უკანონობაზე მერიისგან შესაბამისი რეაგირება მოხდება. დღეს, დილით თბილისის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამგორის რაიონში, თვალჭრელიძის ქუჩაზე დაანგრია 7 ნაგებობა, მათგან 5 დაუსრულებელი და 2 დასრულებული. უკანონო მშენებლობების დემონტაჟი „აფრიკის დასახელბაში“ 15 დეკემბერს, დაიწყო რომელსაც საპროტესტო აქციები მოჰყვა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი