საქართველოში კორონავირუსის 2 345 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 51 პაციენტი

23 დეკემბერი 2020, 10:59 1255 ნახვა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 2 345 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 51 პაციენტი. გამოჯანმრთელდა 3 560 პირი. 

ქვეყნის მასშტაბით ტესტირება 14 457 მოქალაქეს ჩაუტარდა.

ინფიცირების ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 017 შემთხვევა, აჭარა - 139, იმერეთი - 429, ქვემო ქართლი - 157, შიდა ქართლი - 192, გურია - 16, სამეგრელო და ზემო სვანეთი - 146, კახეთი - 158, მცხეთა-მთიანეთი - 43, სამცხე-ჯავახეთი - 34, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 14.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 20 644, საიდანაც 6 270 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში -  2 781, აჭარაში - 655, იმერეთში - 1 287. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 082 პირი, მათ შორის, თბილისში - 529, აჭარაში - 123, იმერეთში - 231. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 414 პირი, მათგან თბილისში - 208, აჭარაში - 41, იმერეთში - 86. 1 600 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 591 - თბილისში, 721 - აჭარაში, 115 - იმერეთში. 12 774 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს  საცხოვრებელ ბინაზე გადის.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში