ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 139 შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 291 პაციენტი. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა ორი მოქალაქე.
გუშინ კლინიკა დატოვა 69 პაციენტმა.
ამ ეტაპზე რეგიონის კოვიდმიმღებ კლინიკებში 655 პაციენტი მკურნალობს. მძიმე პაციენტია 123, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 41 მოქალაქე. ქვეყნის მასშტაბით, 1 600 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 591 - თბილისში, 721 - აჭარაში.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 455 ადამიანი, მათ შორის აჭარაში - 131.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში რჩება 39 672 პირი.