რა მოელის პარლამენტში არ-შესულ ოპოზიციას

21 დეკემბერი 2020, 20:07 1143 ნახვა

ოპოზიციის უარი მანდატებზე ახალი საკანონმდებლო ინიციატივის საფუძველი გახდა. მმართველ გუნდში მიიჩნევენ, რომ თუ ოპოზიცია მანდატებით სარგებლობას არ აპირებს, მათ არამარტო ხელფასი არ უნდა აიღონ, არამედ აქამდე კანონით გათვალისწინებული საბიუჯეტო დაფინანსებაც არ ეკუთვნით.

ოპოზიციაში ეს კანონპროექტი შეშფოთებას იწვევს და მის დიქტატორულ და არადემოკრატიულ შინაარსზე საუბრობენ.

რაც შეეხება კონსტიტუციონალისტებს, მათი თქმით, ამით კანონი არ დაირღვევა, მაგრამ არც ქართულ დემოკრატიას დაადგება სარგებელი.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი