მსოფლიოში კოვიდინფიცირებულთა 77 მილიონს გადააჭარბა. მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ - 19-ით ერთი მილიონ 700 ათასზე მეტი პაციენტი გარდაიცვალა. გამოჯანმრთელდა 54 მილიონზე მეტი ადამიანი. ამ დროისთვის მსოფლიოში აქტიური შემთხვევების რაოდენობა 21 მილიონს აჭარბებს.
კორონავირუსით დაინფიცირებულების რაოდენობით აშშ ლიდერობს, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს - ბრაზილია, მეოთხეს- რუსეთი, მეხუთეზე კი - საფრანგეთია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.