ავარიის დროს დაშავებული ორსული ქალი კლინიკაში გარდაიცვალა 

21 დეკემბერი 2020, 17:34 33613 ნახვა

ქობულეთში, სოფელ გვარაში, ავარიის დროს დაშავებული ორსული ქალი კლინიკაში გარდაიცვალა. სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ, რომ ის 30 კვირის ფეხმძიმე იყო და საავადმყოფოში სიცოცხლისათვის შეუთავსებელი, უმძიმესი დაზიანებებით შეიყვანეს. 

მას კლინიკაში საკეისრო კვეთა ჩაუტარდა, თუმცა ახალგაზრდა ქალის და ნაყოფის გადარჩენა ვერ მოხერხდა

პაციენტი 28 წლის იყო. 

ავტოსაგზაო შემთხვევა ქობულეთში, დღის მეორე ნახევარში მოხდა. 30 წლამდე ასაკის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. 

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი