დილიდან რიგებია ავტომობილების ინსპექტირების ცენტრებთან. მოქალაქეებს ავტომობილებისთვის ტესტირების ჩასატარებლად ლოდინი საათობით უწევთ.
მძღოლების თქმით, ამ დრომდე ქუჩებში განთავსებული სათვალთვალო კამერები გამორთული იყო, რის გამოც კანონდარღვევა არ ფიქსირდებოდა.
მათივე ინფორმაციით, მოქალაქეების ნაწილი გუშინ დილიდან, მას შემდეგ რაც კამერები ჩაირთო დაჯარიმდა.
''დილით ათ საათზე მოვედი და უკვე ოთხი საათია აქ ვარ, გუშინ დაგვაჯარიმეს და გადავიხადე თანხა. დღეს პროცედურები უნდა დავასრულო, ამიტომ რიგში ვდგევარ'' - ამბობენ მოქალაქეები, რომლებმაც ავტომობილები ტექდათვალიერების გასატარებლად მიიყვანეს.