ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 84 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 319 პაციენტი. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღემდე რეგიონში covid-19 დაამარცხა 28 664 -მა მოქალაქემ. გუშინ კლინიკა დატოვა 56-მა პაციენტმა.
რეგიონის კოვიდმიმღებ ცენტრებში 747 პაციენტი მკურნალობს, მძიმე პაციენტია 133, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 40 პირი.
საქართველოს მასშტაბით 1 824 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 690 - თბილისში, 800- აჭარაში.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში რჩება 42 292 ადამიანი, მათ შორის აჭარაში - 5 187.