რას ფიქრობენ უფლებადამცველები ახალი „ამნისტიის კანონთან“ დაკავშირებით, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია და ბიუროს სხდომაზე ხვალ გავა, რის შემდეგაც პროცესი კომიტეტებში გადაინაცვლებს და კანონპროექტის საკანონმდებლო განხილვა დაიწყება.
აქვე გეტყვით, ამნისტიის აქტი, ძირითადად, ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულებზე გავრცელდება. კანონთან დაკავშირებით იურისტები ამბობენ, რომ მუხლების ჩამონათვალი კიდევ უნდა გაიზარდოს.