ბათუმის პარკში ელექტროსადენები დაზიანებულია

20 დეკემბერი 2020, 12:20 2131 ნახვა

არის თუ არა ელექტროსადენების უსაფრთხოების პრობლემა ბათუმის ცენტრალურ პარკში? სოციალურ ქსელში მოქალაქე ფოტოს ავრცელებს და წერს, რომ, სავარაუდოდ, განათების ღია სადენს ძაღლი ემსხვერპლა. მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოს ინფორმაციით, ელექტროგაყვანილობის ქსელს ყოველდღიურად ამოწმებენ.

ჯუმბერ კობალაძის თქმით, სადენი დაზიანებული არ ყოფილა და იგი ძაღლმა მიწიდან ამოთხარა, რა დროსაც დენმა დაარტყა.  მსგავსი პრობლემა ბათუმის ცენტრალურ პარკში ადრეც იყო, როცა გარე განათებების ბოძების ნაწილზე ღია სადენები ჩანდა. მერიაში ამბობენ, რომ რისკები შესამცირებლად დაბალი ბოძების განათება შეცვალეს.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი