ბათუმში ბაგრატიონისა და ხიმშიაშვილის ქუჩების კვეთაში, ბარაკული ტიპის ორ საცხოვრებელ სახლს ხანძარი გაუჩნდა.
ადგილზე რამდენიმე სახანძრო სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დროისთვის ცეცხლი ლოკალიზებულია.