თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში მამაკაცი სახლში ხელყუმბარის აფეთქებით იმუქრება

19 დეკემბერი 2020, 21:22 1421 ნახვა

გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში მამაკაცი სახლში ხელყუმბარის აფეთქებით იმუქრება.

მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. შემთხვევის ადგილას შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები არიან მობილიზებული. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი არკვევს დეტალებს და დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში