აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტვიტერში დაწერა, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ „მოდერნას“ ვაქცინამ ქვეყნის შიგნით გამოყენების ნებართვა მიიღო. ტრამპმა დააკონკრეტა, რომ მიწოდება დაუყოვნებლივ დაიწყება.
ვაქცინას ასევე მიიღებენ კორონავირუსით ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყნები - გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი და იტალია.
აშშ-ი კორონავირუსის გავრცელების კუთხით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. დაავადება 17 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, 310 ათასი პაციენტი გარდაიცვალა.