ბრეინ რინგი

22 ოქტომბერი 2016, 00:00 4707 ნახვა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს ინტელექტუალურ თამაშებში მერვე ტურნირი გაიხსნა. უმაღლესი სასწავლებლის სააქტო დარბაზში გუნდებმა პირველი შეხვედრები გამართეს. შეჯიბრებაში, რომელიც უკვე ტრადიციულია და ბათუმში მეოთხედ ტარდება, ქვეყნის სხვადასხვა ქალაქიდან 16 გუნდი მონაწილეობს. ტურნირის ორგანიზატორები ქალაქ ბათუმის მერია და აჭარის ინტელექტკლუბი არიან. ინტელექტუალური თამაშები ორ დღეს გაგრძელდება და ხვალ, გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიით დაიხურება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი