გიორგი გახარიამ პარლამენტს სამთავრობო პროგრამა – „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის” წარუდგინა

18 დეკემბერი 2020, 17:25 997 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ, პარლამენტს მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა – „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის” წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინსიტრაცია ავრცელებს.

„ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის” - მისი ძირითადი მიზანია პანდემიით შექმნილი კრიზისის დაძლევა, ეკონომიკის სწრაფი აღდგენა და განვითარება, თითოეული მოქალაქისათვის სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შექმნა, სტრუქტურული რეფორმების გაგრძელება.

''ქვეყანა გააგრძელებს დემოკრატიის კონსოლიდაციისკენ ნაბიჯების გადადგმას და საგარეო ასპარეზზე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ სწრაფვას. შემდგომი წლების ძირითადი ამოცანა იქნება ქვეყნის ინსტიტუციური, ეკონომიკური და სოციალური მომზადება 2024 წელს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობისთვის განაცხადის გაკეთებისთვის.

აღნიშნული მიზნებიდან გამომდინარე, ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი აღდგენისა და განვითარების, ასევე ძლიერი, ერთიანი და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისთვის საქართველოს მთავრობის ძალისხმევა მიმართული იქნება შემდეგ ოთხ საკვანძო მიმართულებაზე:

∙             საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება, კონფლიქტის მოგვარება და ადამიანის უფლებები;

∙             ეკონომიკური განვითარება;

∙             სოციალური პოლიტიკა და ადამიანური კაპიტალის განვითარება;

∙             სახელმწიფო მმართველობა;

თითოეული საკვანძო მიმართულება მოიცავს მთავრობის გაწერილ ხედვას და კონკრეტულ სამოქმედო ნაბიჯებს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში წარდგენილ სამთავრობო პროგრამაში დეტალურად არის გაწერილი'' - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში