ჩინეთი ჯანმო-ს გუნდის ვიზიტს მიესალმება

17 დეკემბერი 2020, 17:01 1188 ნახვა

ჩინეთი ქვეყანაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მკვლევართა ჯგუფის ჩასვლას მიესალმება – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გუნდი ჩინეთში იანვრის პირველ კვირას ჩავა.

ვიზიტის მიზანი კორონავირუსის კოვიდ-19-ის  წარმოშობასთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოძიების დაწყებაა.

კორონავირუსი მსოფლიოში პირველად ჩინეთის ქალაქ უჰანში გასული წლის დეკემბერში გაჩნდა, მას შემდეგ ვირუსით მსოფლიოში 74 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, ერთი მილიონ  600 ათასზე მეტი კი გარდაიცვალა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში