„თბილისი ენერჯისთან“ გვქონდა კომუნიკაცია და ამ ეტაპზე კომერციული გაზის ტარიფი არ შეიცვლება-ნათია თურნავა

17 დეკემბერი 2020, 12:42 919 ნახვა

ნათია თურნავას განცხადებით, კომერციული გაზის ტარიფი არ შეიცვლება. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"ჩვენ გვქონდა რამდენიმე შეხვედრა "თბილისი ენერჯის" წარმომადგენლებთან და მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის რეგულირებადი ტარიფი ამ ეტაპზე ეს ტარიფი არ გადაიხედება და მოქმედი, კომერციული ტარიფი არ შეიცვლება. ჩვენი კონსულტაციები ასე დასრულდა.

შეიძლება ბიზნესს ეზრდებოდეს ხარჯები, მაგრამ ამავდროულად ხედავდეს, რომ მოსახლეობის გადახდისუნარიანობა კითხვის ნიშნის ქვეშაა, არ არის მარტივი წელი, ამიტომ, თუ ბიზნესი მეტად ჩახედავს თავის შიდა რესურსებს შეიძლება ყოველთვის გაითვალისწინოს მომხმარებლის ინტერესები. ამ ეტაპზე ასეც მოხდა"-განაცხადა ნათია თურნავამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში