პარლამენტში „ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტის ინიცირება მოხდა

16 დეკემბერი 2020, 14:50 1145 ნახვა

ქართული ოცნება ბიუროს სხდომაზე  ამნისტიის შესახებ კანონპროექტს არეგისტრირებს. როგორც ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რამდენიმე ასეული პატიმრის გათავისუფლება იგეგმება, თუმცა კანონპროექტი არ ითვალისწინებს ისეთ დანაშაულებს, როგორიცაა მკვლელობა და ოჯახური ძალადობა. რას ნიშნავს ქართული ოცნების ახალი ინიციატივა? აკმაყოფილებს თუ არა მმართველი გუნდი ოპოზიციის ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნას პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით? გამოუშვებენ თუ არა ციხიდან გიორგი რურუას?  ადამიანის უფლებათა კომიტეტში  აცხადებენ, რომ რურუას საქმე კანონპროექტის კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს. რაც შეეხება კარტოგრაფების საქმეზე დაკავებულ ნატალია ილიჩოვას და ვალერი მელაშვილს, მათთან დაკავშირებით მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მუხლები, რაც მათ შემოიღეს კანონპროექტში, მათ გამოშვებას არ ითვალისწინებს

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი