ყველა ტიპის ვაქცინის ჩატარება ქვეყანაში შესაძლებელია, მალე მივიღებთ გადაწყვეტილებას იმაზე თუ საიდან ვიწყებთ - თამარ გაბუნია

16 დეკემბერი 2020, 12:52 1271 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, გუშინ დასრულდა ინტერსექტორალური ვაქცინაციის კომიტეტის ჩამოყალიბება, სადაც წარმოდგენილნი არიან სამინისტროს, არასამთავრობოებისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

მისივე განმარტებით, ეს კომიტეტი იქნება ის ადგილი, სადაც ვაქცინაციის ირგვლივ გადაწყვეტილებების მიღება მოხდება.

"მთავარი გადაწყვეტილებები, რაც უნდა აისახოს ვაქცინის დანერგვის გეგმაშია და ვაქცინის დანერგვის გეგმის არსებობა არის იმის წინაპირობა, რომ ჩენ მომწოდებელმა უბრალოდ ვაქცინა მოგვაწოდოს. ამ გეგმის გარეშე არ იქნება ეს ამბავი. გეგმა დასრულდება დეკემბრის ბოლოს. აქ არის ძირითადი გადაწყვეტილებები რაც შეეხება პრიორიტეტული ჯგუფების შერჩევას, ასევე იმას თუ რომელი ვაქცინაა ჩვენთის მეტად მისაღები.

განიხილება ვაქცინები, რომლისთვისაც მოთხოვნა არის -70, -80 გრადუსი ეს არის "ფაიზერის" ვაქცინა ასევე "მოდერნას" ვაქცინა რომელსაც სჭირდება  -20 და "ასტრა ზენეკასთვის" არის 2 დან 8 გრადუსი მისაღები, რაც არის ჩვენთვის ჩვეული ცივი ჯაჭვის რეჟიმი.

"ასტრა ზენეკას" დანერგვასთან დაკავშირებით ჩვენ მნიშვნელოვანი ცვლილებების გატარება არ მოგვიწევს ცივ ჯაჭვში. "ფაიზერის" და "მოდერნას" ვაქცინების მისაღებადაც მაცივრების გარკვეული რაოდენობა უკვე არის, უფრო მეტია -20 გრადუსიანი და ნაკლები -80 გრადუსიანი მაცივრები. ყველა ტიპის ვაქცინის ჩატარება ქვეყანაში შესაძლებელია. მინიმალური დრო დასჭირდება მაცივრებისა და დამატებითი ლოჯისტიკის საკითხების მოსაგვარებლად.

ამას მოჰყვება ექიმების ტრენინგი  ინდივიდუალურად, იქიდან გამომდინარე თუ რომელ ვაქცინაზე მოხდება შეჯერება. გარდა იმისა, რომ კოლაქსის პლატფორმიდან ველოდებით ვაქცინას, მიმდინარეობს ინდივიდუალური მოლაპრაკებები მწარმოებლებთანაც და მალე მივიღებთ გადაწყვეტილებას იმაზე თუ საიდან ვიწყებთ"-განაცხადა თამარ გაბუნიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში