აფრიკის დასახლებაში შენობების დემონტაჟის გამო რამდენიმე აქცია გაიმართება

16 დეკემბერი 2020, 11:46 854 ნახვა

ამ წუთებში აფრიკის დასახლებაში, სადაც გუშინ 12 სახლის დემონტაჟი განხორციელდა სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს.  მოითხოვენ ტერიტორიები იქ მცხოვრებლებს ერთ ლარად გადაეცეს, ასევე პოლიციასთან დაპირისპირების დროს დაკავებული პირის გათავისუფლებას. ცოტა ხნის წინ მერიის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ განაცხადა, რომ სადაც  შენობა-ნაგებობების დემონტაჟი განხორციელდა, არც ერთი ოჯახი არ ცხოვრობდა. დღეს მხარდამჭერი რამდენიმე აქციის გამართვა იგეგმება. სამოქალაქო აქტივისტები ნგრევის ადგილას, პარლამენტთან და მერიასთან შეიკრიბებიან. აქციის ორგანიზატორები მოითხოვენ, სახელმწიფომ უსახლკაროდ დარჩენილთა ალტერნატიული საცხოვრებლით დასაკმაყოფილებლად კონკრეტული სტრატეგია შეიმუშაოს. აქტივისტები აქციის გამართვას მოთხოვნის შესრულებამდე, სისტემატურ რეჟიმში აანონსებენ. ცნობისთვის, თბილისის მერიის დავალებით აფრიკის დასახლებაში 12-მდე შენობა დაანგრიეს. მფლობელებმა შენობები სხვადასხვა დროს დედაქალაქის კუთვნილ მიწაზე ნებართვის გარეშე ააშენეს. ადგილობრივები, რომლებიც დემონტაჟს ადევნებდნენ თვალს, ამბობენ, რომ ნაგებობები უკიდურესად ღატაკ მოქალაქეებს ეკუთვნოდათ. ისინი ადასტურებენ, რომ სახლების დიდი ნაწილი, კანონის გვერდის ავლით, სახელმწიფოს კუთვნილ მიწებზეა აშენებული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი