საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს სამხედრო მოსამსახურის, გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს დაღუპული ჯარისკაცის ოჯახს. რიგითი აკოპ მალხასიანი 21 ოქტომბერს, სოფელ ბოდბეს მიმდებარე ტერირიტორიაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა. საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სავალდებულო სამხედრო სამსახურს ის 2015 წლის ნოემბრიდან გადიოდა. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით. გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის დაკრძალვის ხარჯებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დაფარავს.