საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში ბრიფინგისას განაცხადა, რომ მოლაპარაკებისთვის კვლავ მზად არიან.
ირაკლი კობახიძის თქმით, ნაციონალური მოძრაობის კლასტერმა პირველი სხდომის წინ მოლაპარაკება ჩაშალა.
''ჩვენ კონსულტაციებისთვის ვართ ღია და იმედს ვიტოვებთ, რომ საკმარისად აღმოჩნდებიან ოპოზიციურ სპექტრში პოლიტიკური პარტიები, რომლებიც გამოხატავენ ასეთივე მზაობას მოალპარაკებებისთვის და შეთანხმებისთვის.
რეალურად, ორადაა გაყოფილი ოპოზიცია. არიან არაჯანსაღი პოლიტიკური ძალები და არის რამდენიმე ჯანსაღი პოლიტიკური პარტია, რომელიც ასეთ მზაობას აფიქსირებდა და მომავალშიც დააფიქსირებს.
მარტივად შეგვიძლია გავმიჯნოთ, არის პატარა ნაციონალების კლასტერი, რომელიც არის არაჯანსაღი თავისი ბუნებით და სწორედ მათ ჩაშალეს მოლაპარაკებები, პირველი სხდომის წინა დღეს. დანარჩენი არის ჯანსაღი'' - განაცხადა კობახიძემ.