სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდა მოსალოდნელი იყო - ამირან გამყრელიძე 

14 დეკემბერი 2020, 12:45 1649 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდა მოსალოდნელი იყო. 

ამირან გამყრელიძის განცხადებით, მომდევნო ორი კვირაც იქნება საყურადღებო. ამ ეტაპზე კოვიდკლინიკებში ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 400-მდე პაციენტი და მათი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. 

ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში 49 პაციენტი გარდაიცვალა. 

,,თუ გვინდა, რომ ეს ზამთარი შედარებით ნაკლები ინფიცირებით გავიაროთ და შესაბამისად  გარკვეული პერიოდის შემდეგ შევამციროთ სიკვდილიანობის მაჩვენებელი, საჭიროა წესების დაცვა.

მომავალი ორი კვირა გვექნება სიკვდილიანობის მაჩვენებლის გაზრდა, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი რაოდენობა ადამიანების არიან კრიტიკულ მდგომარეობაში. დაახლოებით 400-მდე ხელოვნურ ვენტილაციაზეა, რომელთა მდგომარეობაც კრიტიკულად მძიმეა. ყველაფერი კეთდება მათი სიცოცხლის გადასარჩენად, მაგრამ როგორც ხედავთ  სტატისტიკიდან გვაქვს სიკვდილიანობის ზრდა, რომელიც მოსალოდნელი იყო. 

სიკვდილიანობა, როგორც წესი დაახლოებით ორი სამი კვირით ინაცვლებს, როცა იზრდება ხოლმე ინფიცირების მაჩვენებელი.  ანუ ამ პერიოდის გასვლის შემდეგ ვლინდება. 

49 გარდაცვლილი რაც დღეს დაფიქსირდა არის საკმაოდ მაღალი, ხშირად გეუბნებით რომ 29 არის ის მაჩვენებელი, როცა შემზღუდველი ღონისძიებები აუცილებელია ქვეყენაში, რაც დღეს ტარდება. ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ მომავალში. იგივე 24 თუ 25 დეკემბრის შემდეგ შემსუბუქების პოლიტიკის განხორციელებასთან მიმართებაში'' - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში