ავადმყოფობის შემდეგ, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა დონარა კინწურაშვილი საქართველოს ტელევიზიის ყოფილი დიქტორი და წამყვანი.
დონარა კინწურაშვილი იყო არაერთი გადაცემის, მათ შორის საინფორმაციო პროგრამა „მოამბის“ წამყვანი.
80-იანი წლების მაყურებელს კარგად ახსოვს გადაცემა „ცეროდენას ეკრანი“, რომელიც დონარა კინწურაშვილს მიჰყავდა.
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი მწუხარებას გამოთქვამს.