საქართველოს თავდაცვის ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-11 ქვეითი ბატალიონი მზადყოფნის პროგრამის დასკვნით წვრთნას ვაზიანის პოლიგონზე გადის.
სწავლების მიზანია, ბატალიონმა ბრიგადასთან კოორდინაციით ასეულის დონის საბრძოლო სროლების დაგეგმვა, აღსრულება, კონტროლი და შეფასება შეძლოს. პროცესი ამერიკელ პარტნიორთა მენტორობით ხორციელდება.